Friday, August 5, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1პროექტის სახელწოდება   :   ,, წმინდა მამათა  ცხოვრება  ბეთანიის  მონასტერში ''
პროექტის მთავარი  იდეა   :  მოსწავლეები გაეცნობიან  მეფე  თამარის  ეპოქას  და  იქ  მოღვაწე  წმინდა მამათა  ცხოვრებას  და  მათ  ღვაწლს  საქართველოს  ისტორიაში .
პროექტის აქტუალობა:   წმინდანების ცხოვრების გაცნობა , ამ თემაზე დისკუსიების მოწყობა , სურათების მოძიება და გამოფენის  მოწყობა.
პროექტის მიზნები: პროექტის  მიზანია მოსწავლეებმა  ბეთანიის  მონასტრისა  და იქ  მოღვაწე    წმინდა  მამათა  
შესახებ  ინფორმაცია   მოიძიონ   . ამით მათვის გასაგები უნდა  გახდეს  თუ რა დამსახურების გამო იქნენ    ისინი   წმინდანებად შერაცხულნი.    
მონაწილეთა  ასაკი :     15-17-  წელი.
ვადები  /  ხანგრძლივობა :  2011 წლის  ოქტომბერი  -  2012 წელი  მარტი.
მოსალოდნელი  შედეგები / პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას :  მომზადდება  პროექტი    ბეთანიის  მონასტერში  მოღვაწე  წმინდა  მამათა ცხოვრება  ფოტო  მასალით , ისტორიით  და  მათი  ღვაწლით .
პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები :  ფოტო  მასალა ,  მოძიებული  მასალები  და კომპიუტერი .
პროექტის  მსვლელობა ( ძირითადი  აქტივობები ) :
1 .თემის  შერჩევა მოსწავლეებთან  ერთად -. შესაბამისად მათ  გაუნაწილე  თემასთან შესაბამისი     შეკითხვები .
2 .ჩამოვაყალიბე   საპროექტო ორი  ჯგუფი .
3 .მოსწავლეებმა  ანუ  ორივე  ჯგუფმა ამ  თემასთან  დაკავშირებით შეიმუშავეს  განსხვავებული პროექტის  გეგმები .
4 .მოსწავლეთა ჯგუფში გადავანაწილე  მოვალეობები:  პირველ  ჯგუფს დავავალე  ისტორიული     მასალებისა   და მასთან  დაკავშირებულიფოტო  მასალების   მოძიება.
მეორე ჯგუფს კი მონასტერში  მოღვაწე  წმინდა  მამათა შესახებ  ინფორმაციის  მოძიება და მათ ღვაწლის  შესახებ თუ  როგორ უნარჩუნებდნენ ისინი   მონასტერს  სიცოცხლეს.
შევიმუშავეთ  პროექტის გეგმა და გადავანაწილე  მოვალეობები , მოსწავლეები  იწყებენ  დაკისრებულ  მოვალეობების  შესრულებას.
5. აქტივობების  განხორციელება
პროექტისთვის  საჭირო  გახდა  ექსკურსიაზე წასვლა , იქ მოსწ ავლეებმა  ტაძრის  წინამძღვრიდან  და იქ მოღვაწე ბერებიდან  მოიძიეს  დამატებითი მასალეები , მოაგროვეს  ფოტო  მასალები ანუ დაათვალიერეს წმინდა მამათა სავანე , ტაძრის  სარდაფში  დაცულია ,  იქ მოღვაწე  წმინდა  მამათა  საძვალე  ,  რომელმაც  მოსწავლეებში  დიდი გაოცება  გამოიწვია
6 . პროდუქტის  პრეზენტაცია  :  ამის  შემდეგ  მოსწავლეებმა  გააკეთეს  პრეზენტაცია .
7.  პროექტის  შემაჯამებელი  შეფასება :  მოსწავლეების  შეფასებისთვის  გამოვიყენებ ჩემს  მიერ  მომზადებული შეფასების  რუბრიკით , მოსწავლეებს შევაფასებ  პროექტში მათი აქტუალური მონაწილეობით , მოპოვებული  მასალისა
 და რამდენად ეფექტურად  წარმოადგენენ  მათ  ნამუშევრებს .
10 .საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი :
ისტორია–ხელოვნებასა და რელიგიის  კულტურასთან
ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.

ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ. 
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.
11 . პროექტის  ხელმძღვანელი : ნანა    ხაჭუანი

12 . ხელმძღვანელის  ელ - ფოსტა :
nanaxachuani@gmail.com


13 . პროექტის  ვებ \ ბლოგი :


nanaxachuani.blogspot.com


  .